კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 26.10.2026

ეს გვერდი განმარტავს, რა მონაცემებს ვაგროვებთ lgs.ge-ზე რეგისტრაციისას, რისთვის ვიყენებთ მათ და როგორ შეგიძლია მათზე კონტროლი.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

თუ „მოითხოვე ზარი" ღილაკს გამოიყენებ, ვინახავთ შენს სახელს, ტელეფონის ნომერს და სასურველ დროს, რომ დაგირეკოთ.

სხვა მონაცემს (მაგალითად, პირად ნომერს ან მისამართს) არ ვითხოვთ.

რისთვის ვიყენებთ

მხოლოდ იმისთვის, რომ რეგისტრაცია დავადასტუროთ და მშობელს დავუკავშირდეთ სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: შეხვედრების დრო, ადგილი და ორგანიზაციული დეტალები.

ვის ეძლევა წვდომა

მონაცემებს ხედავენ მხოლოდ პროექტის ორგანიზატორები. მათ არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით მესამე პირებს არ გადავცემთ. რეგისტრაციის შესახებ შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ორგანიზატორის ელფოსტაზე.

სად და რამდენ ხანს ინახება

მონაცემები ინახება საიტის ჰოსტინგზე, ინტერნეტიდან დახურულ საქაღალდეში. ვინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა პროგრამაში მონაწილეობისთვის, ან სანამ წაშლას არ მოითხოვ.

შენი უფლებები

მშობელს (მეურვეს) შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს, რომ ვაჩვენოთ, შევცვალოთ ან წავშალოთ მონაწილის მონაცემები, ან გამოითხოვოს თანხმობა. დაგვიკავშირდი: info@lgs.ge ან 032 211 08 27.

ფოტოები გალერეაში

გალერეაში ქვეყნდება პროექტის შეხვედრებზე გადაღებული ფოტოები. თუ შენი ან შენი შვილის ფოტო საიტიდან უნდა ამოვიღოთ, მოგვწერე ან დაგვირეკე და დაუყოვნებლივ წავშლით.

ქუქიები და ანალიტიკა

ჩვენი საკუთარი მთვლელი. საიტზე ვთვლით ვიზიტების რაოდენობას, ქუქიების გარეშე. ვინახავთ მხოლოდ დღიურ რიცხვებს: რამდენმა ადამიანმა და რომელი ტიპის მოწყობილობიდან (ტელეფონი/კომპიუტერი) გახსნა გვერდი, საიდან მოვიდა და რომელ საკონტაქტო ღილაკს დააჭირა. ვიზიტორის ამოცნობა ხდება მხოლოდ იმავე დღის განმავლობაში და შემდეგ დღეს წაიშლება; IP მისამართი ან სხვა პირადი მონაცემი ჩვენთან არ ინახება.

მესამე მხარის ანალიტიკა. თუ ქუქიებზე თანხმობას დააჭერ ბანერზე, ჩაირთვება Google Analytics, რომელიც ანონიმურად ითვლის საიტის გამოყენებას (ვიზიტები, გვერდები, მოწყობილობა, მიახლოებითი ადგილმდებარეობა). ეს სერვისები ქუქიებს ინახავენ შენს ბრაუზერში და მონაცემებს მათ სერვერებზე ამუშავებენ. თანხმობის გარეშე ისინი საერთოდ არ იტვირთება. არჩევანი შეგიძლია ნებისმიერ დროს შეცვალო გვერდის ბოლოში, „ქუქიების პარამეტრებით".

თუ საიტზე სოციალური ქსელის ან მესენჯერის ღილაკს დააჭერ, გადახვალ იმ სერვისზე და იქ მათი წესები მოქმედებს.